აბიტურიენტებს საგამოცდო საგნების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ
აბიტურიენტებს საგამოცდო საგნების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ

აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ.

დღეს, 18:00 საათამდე უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლება, ტესტის ტიპის შეცვლა საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც.

საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა 12 000-მდეა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი 4 600-მდე.

გამოცდებისთვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო, ხოლო პირველი ეტაპი 3 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, წინა წლების მსგავსად, მონაწილეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა რეგისტრაცია ბოლო დღეებში გაიარა. მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში, დაახლოებით 17 500 მსურველი დარეგისტრირდა, რაც საერთო რაოდენობის 30 პროცენტზე მეტია.