აბიტურიენტებისთვის თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს, 9 ოქტომბერს იწურება

10:17, 09.10.2026

აბიტურიენტებს თავისუფალი ადგილების მქონე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

მსგავსი