აბიტურიენტებისთვის საგრანტო დაფინანსების წესი შეიცვლება
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე აცხადებს, რომ გრანტის განაწილების წესზე მუშაობა მიმდინარეობს.
მისი თქმით, აბიტურიენტებისთვის შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ნუსხა.
„შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი, რადგან შეიცვლება სავალდებულო საგანთა ნუსხა. ამ პროცესში მაქსიმალურად შევეცდებით, აბიტურიენტების ინტერესები გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, სავალდებულო საგნები მნიშვნელოვანი იქნება. ჯერ სამუშაო პროცესია და უახლოეს მომავალში გეტყვით არჩევითი საგნით განისაზღვრება თუ არა“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.