აბიტურიენტებისთვის 2018 წლიდან მათემატიკის გამოცდის გამარტივება იგეგმება
აბიტურიენტებისთვის 2018 წლიდან მათემატიკის გამოცდის გამარტივება იგეგმება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის 2018 წლიდან მათემატიკის გამოცდის გამარტივება იგეგმება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, გაიზრდება შედარებით მარტივი დავალებების რაოდენობა.

მაია მიმინოშვილის განმარტებით, მცირდება იმ აბიტურიენტების რიცხვი, რომლებიც მათემატიკით არიან დაინტერესებულნი.

„ეს ეხება მხოლოდ მათემატიკის არჩევით საგანს. ჯგუფი მუშაობს, რომ მთლიან ტესტში შედარებით გაიზარდოს ხვედრითი წილი მარტივი დავალებებისა. რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იმას, რომ არ იქნება რთული და საშუალო სირთულის ტესტებიც. უბრალოდ უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზრდება მარტივი დავალებების ხვედრითი წილი“, – განაცხდა მაია მიმინოშვილმა.