სემ კოსგროუვი, რომელმაც საჩხერეს „ჩიხურასთან“ თბილისურ შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა, იმედოვნებს, რომ განმეორებით შეხვედრას შოტლანდიური „აბერდინი“ სასურველი შედეგით დაასრულებს და შემდეგ ეტაპზე გავა.
„თბილისური მატჩის მეორე ნახევარში „აბერდინის“ უპირატესობა გამოიკვეთა – ჩვენ გოლი დავიმსახურეთ. ჩვენ ასეთი თამაშის ჩვენება და დადებითი შედეგის დაფიქსირება განმეორებით შეხვედრაშიც შეგვიძლია. ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ვგრძნობ, რომ სახლის უპირატესობის გამოყენებას შევძლებთ“, – ამბობს სემ კოსგროუვი.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი „ჩიხურასა“ და „აბერდინს“ შორის, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართა, ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. განმეორებითი მატჩი შოტლანდიაში პირველ აგვისტოს შედგება.