„აბერდინის“ თავდამსხმელი - ვგრძნობ, „ჩიხურას“ სახლში უნდა მოვუგოთ
„აბერდინის“ თავდამსხმელი - ვგრძნობ, „ჩიხურას“ სახლში უნდა მოვუგოთ

სემ კოსგროუვი, რომელმაც საჩხერეს „ჩიხურასთან“ თბილისურ შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა, იმედოვნებს, რომ განმეორებით შეხვედრას შოტლანდიური „აბერდინი“ სასურველი შედეგით დაასრულებს და შემდეგ ეტაპზე გავა.

„თბილისური მატჩის მეორე ნახევარში „აბერდინის“ უპირატესობა გამოიკვეთა – ჩვენ გოლი დავიმსახურეთ. ჩვენ ასეთი თამაშის ჩვენება და დადებითი შედეგის დაფიქსირება განმეორებით შეხვედრაშიც შეგვიძლია. ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ვგრძნობ, რომ სახლის უპირატესობის გამოყენებას შევძლებთ“, – ამბობს სემ კოსგროუვი.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი „ჩიხურასა“ და „აბერდინს“ შორის, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართა, ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. განმეორებითი მატჩი შოტლანდიაში პირველ აგვისტოს შედგება.