ABC-ზე  სერიალ „დაკარგულების“ (Lost) მიხედვით მომზადებული რეალითი შოუ იწყება
ABC-ზე სერიალ „დაკარგულების“ (Lost) მიხედვით მომზადებული რეალითი შოუ იწყება

ABC-ზე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სერიალის, „დაკარგულების“ (Lost) მიხედვით მომზადებული რეალითი შოუ იწყება. ინფორმაციას ABC ავრცელებს.

რეალითი შოუში 12 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულზე, სრულიად მარტო ცხოვრება მოუწევთ.

პროდიუსერის განცხადებით, რეალითი შოუში თითქმის ყველა ის ისტორია და ამბავი იქნება გამეორებული, რომელიც სერიალში ვითარდებოდა.

შოუს პირველი გადაცემა ეთერში 7 აგვისტოს გავა.