აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში „მომავლის ბანაკი“ აშენდება
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში „მომავლის ბანაკი“ აშენდება

მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში, პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრომაციით, წყემში, პროგრამა „მომავლის ბანაკი“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით განხორციელდება, რომელშიც 400-მდე ახალგაზრდა დაისვენებს.

პროგრამის მიზანია მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტულ-კულტურული გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.