აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემიდან ათამდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემიდან ათამდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემიდან ათამდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ადიდებულმა მდინარე აბაშამ ჯებირები გაარღვია და მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ხოლო დაბინავებაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ იზრუნა.

წყემში არსებულ ვითარებას ადგილზე გაცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, ილია ბეგიაშვილი და გრიგოლ კაცია. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გუბერნატორის მოადგილე და რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

აბაშაში სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყება, პარალელურად კი ზარალის დამთვლელი კომისია იმუშავებს. ძლიერმა წვიმამ პრობლემები აბაშასთან ერთად, მარტვილის, სენაკის, ხობის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს შეუქმნა.

დატოვე კომენტარი