აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის დრო ჯერ დაზუსტებული არ არის
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის დრო ჯერ დაზუსტებული არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.

როგორც პირველ არხს ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, გრიგორი კარასინთან პრაღაში მიმდინარე თვეში  შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

მისივე თქმით, შეხვედრის თარიღზე ჯერ არ შეთანხმებულან.

აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრა ჩეხეთში მიმდინარე წლის 31 იანვარს გაიმართა.