რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში თებერვლის ბოლოს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ზურაბ აბაშიძემ დაუდასტურა.
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, კარასინთან სატელეფონო საუბარი შედგა და შეხვედრის დროდ თებერვლის ბოლო გადაწყდა.
2019 წელს ეს აბაშიძე-კარასინის პირველი შეხვედრა იქნება.