აბაშაში ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია და სამუზეუმო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
აბაშაში ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია და სამუზეუმო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ძველ აბაშაში ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია და სამუზეუმო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება სამი მილიონი ლარია. ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია „ტვიტერში“ წერს.

„დღეს ალეკოსთან ერთად, მე და კოკომ ბაბუაჩვენის მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები მოვინახულეთ. დიდი პროექტია, რომელიც, სრულად, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ხორციელდება. სწორედ ესაა ისტორიასა და ქვეყნის სიყვარულზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი ხედვა, რომელიც ბ. ივანიშვილს აშკარად აქვს“, – წერს „ტვიტერში“ გიორგი გამსახურდია.