აბას არაღჩიმ ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას მძიმე სამხედრო დანაშაული უწოდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას მძიმე სამხედრო დანაშაული უწოდა.
მისი თქმით, ირანი მტკიცედ დაიცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყველა არსებული ძალით.
როგორც ირანელი დიპლომატი აღნიშნავს, 15 ივნისს აშშ-თან ძალიან იმედის მომცემი შეხვედრა იყო ჩანიშნული ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების საკითხზე, თუმცა ისრაელის თავდასხმა დიპლომატიის დაღალატება იყო.