აბას არაღჩი მოუწოდებს ემანუელ მაკრონს, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციაში გაერკვეს

11:51, 23.10.2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ პოზიციების შეცვლის გამო გააკრიტიკა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საფრანგეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გაერკვეს თავის პოზიციაში.

არაღჩიმ გაიხსენა მაკრონის პოზიცია, რომელიც მან 2018 წელს აშშ-ის კონგრესში გამოთქვა.

არაღჩის თქმით, მაშინ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არ დატოვებდა ირანთან ბირთვულ შეთანხმებას, რადგან მას პარიზმა ხელი მოაწერა, დღეს კი აცხადებს, რომ ირანში ნებისმიერი სახის ბირთვულ საქმიანობას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. როგორც არაღჩიმ აღნიშნა, ეს პოზიცია შეუსაბამოა საფრანგეთის ლიდერის მიერ ადრე საჯაროდ აღებულ ვალდებულებებთან.

მსგავსი