აბას არაღჩიმ და სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრისას აშშ–ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ჰორმუზის სრუტის ამჟამინდელი მდგომარეობა განიხილეს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრისას აშშ–ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ჰორმუზის სრუტის ამჟამინდელი მდგომარეობა განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მხარე ავრცელებს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრისას არაღჩიმ „ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების პასუხისმგებლობას, შეასრულოს თავისი ვალდებულება ომის დასრულების შესახებ ყველა მიმართულებით, მათ შორის ლიბანში“.
არაღჩიმ აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა შესაძლებელი იქნება „იმ პირობით, თუ შეერთებული შტატები შეასრულებს თავის ვალდებულებებს“.