აბას არაღჩი - ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობები თუ არ იქნება დაცული, ფინალურ შეთანხმებას ხელი არ მოეწერება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი შეეხება ბირთვულ პროგრამას, სანქციების შემსუბუქებას, ჰორმუზის სრუტის ბლოკადასა და სხვადასხვა საკითხს. ამის შესახებ მან ირანული მედიის ეთერში განაცხადა.
შეთანხმება, რომელზეც მხარეებს ჯერ ჯერ ხელი არ მოუწერიათ, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ასევე მოიცავს რეზოლუციას ლიბანის კონფლიქტსა და „ყველა სხვა ფრონტთან“ დაკავშირებით.
არაღჩის განცხადებით, მემორანდუმი ასევე ფოკუსირებული იქნება ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობის სხვა ასპექტებზეც და მოიცავს წერილობით განაცხადს აშშ-ისგან, რომ ის „პატივს სცემს ირანის სუვერენიტეტს“.
„მუქარები უნდა შეწყდეს და ირანელ ხალხს პატივისცემით უნდა მოექცნენ“, – ამბობს არაღჩი.
როგორც დიპლომატი აღნიშნავს, ირანი მზადაა, დაუბრუნდეს ომს, თუკი აშშ სხვა გზას აირჩევს.
„ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობები თუ არ იქნება დაცული, ფინალურ შეთანხმებას ხელი არ მოეწერება“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.