აბას არაღჩი – ირანმა 12-დღიანი თავს მოხვეული ომი გადაიტანა და, შესაბამისად, ირანელი ერი ადვილად არ დაიხევს უკან ურანის გამდიდრებისგან

12:11, 01.07.2025
Iran's Foreign Minister Seyed Abbas Araghchi speaks during a joint press conference with his Iraqi counterpart in Baghdad on October 13, 2024. - Iran's top diplomat vowed upon his arrival in the Iraqi capital there would be "no red lines" for the country in defending its people and interests, ahead of Israel's expected retaliation for Iran's recent missile attack. (Photo by Murtaja LATEEF / AFP)

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული მოლაპარაკებების განახლების წინაპირობად აშშ-ის სამხედრო მუქარის შეწყვეტას ასახელებს.

„სიბიესთან” ინტერვიუში ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ურანის გამდიდრება მოწინავე, მეცნიერებაზე დაფუძნებული ინდუსტრიაა.

არაღჩის თქმით, ირანმა 12-დღიანი თავს მოხვეული ომი გადაიტანა და, შესაბამისად, ირანელი ერი ადვილად არ დაიხევს უკან ურანის გამდიდრებისგან.

„იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ, გავაგრძელოთ თუ არა მოლაპარაკებები, პირველ რიგში, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ვაშინგტონი აღარ გამოიყენებს მოლაპარაკებებს სამხედრო აგრესიისთვის. დიპლომატიის კარი არასდროს დაიხურება. ეს ინდუსტრია თუ დაზიანდება ან განადგურდება, ჩვენ შეგვიძლია, სწრაფად აღვადგინოთ ზიანი და დავძლიოთ წარუმატებლობები, რათა ამ ინდუსტრიაში პროგრესს კვლავ მივაღწიოთ. გამდიდრების ტექნოლოგიებისა და ცოდნის განადგურება დაბომბვით შეუძლებელია. ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა ეროვნული სიამაყისა და ღირსების წყაროდ იქცა. ომის დროს ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ძალა და ნება, დავიცვათ თავი და ამას გავაგრძელებთ ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.

მსგავსი