აბას არაღჩი – ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის აგრესიამ საფუძველი ჩაუყარა ახალ რეგიონულ წესრიგს, რომელშიც დასავლეთ აზიაში უცხოური ძალებისთვის ადგილი აღარ იქნება
ირანის წინააღმდეგ განხორციელებულმა აშშ-ის და ისრაელის აგრესიამ საფუძველი ჩაუყარა ახალ რეგიონულ წესრიგს, რომელშიც დასავლეთ აზიაში უცხოური ძალებისთვის ადგილი აღარ იქნება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ჩინელ კოლეგასთან, ვან ისთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რეგიონულ ახალ წესრიგში, რომელიც რეგიონის სახელმწიფოებს შორის დიალოგითა და თანამშრომლობით წარიმართება, უცხო ძალების ყოფნისა თუ ჩარევისთვის ადგილი არ არის.
არღჩის მტკიცებით, რეგიონში არსებული დაძაბულობა აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ გამოიწვია, თუმცა, მისი თქმით, ირანელი ხალხის ბრძოლამ, წინააღმდეგობამ და სიმტკიცემ აგრესორების მიზნები ჩაშალა.
„ჩვენი პრინციპების დადასტურებისა და ირანელი ერის უდავო უფლებების დასაცავად მტკიცე პოზიციის შენარჩუნების პარალელურად, ვისწრაფვით რეგიონში სიმშვიდის აღდგენისა და მეზობლებთან მეგობრული და მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებისკენ. ამ მიმართულებით, ჩვენ უკვე დავიწყეთ დიალოგი რეგიონის ქვეყნებთან“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
აბას არაღჩიმ დადებითად შეაფასა ჩინეთის პრინციპული პოზიცია აშშ-ისა და ისრაელის მიერ გაერო-ს წესდების ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის დაგმობის კუთხით.