აბას არაღჩი – ირანის დიპლომატია შეიარაღებული ძალების მიღწევებს ეროვნული ინტერესების დასაცავად აერთიანებს

15:18, 18.08.2026

ირანის დიპლომატია და მისი სამხედრო მოქმედებები „კოორდინირებულად და სოლიდარულად“ მოქმედებს, დიპლომატია შეიარაღებული ძალების მიღწევებს ეროვნული ინტერესების დასაცავად აერთიანებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

არაღჩიმ აღნიშნა, რომ ირანელი ერის გამძლეობისა და გამარჯვების საიდუმლო ღვთაებრივ ძალაზე, სულიერი ლიდერის ბრძნულ ლიდერობაზე, ეროვნულ ერთიანობასა და შეიარაღებული ძალების ძლიერ თავდაცვაზე დაყრდნობაში მდგომარეობს.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა განათლების სისტემის სტრატეგიულ როლს ირანის სიძლიერის განმტკიცებაში და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო გაცვლებსა და თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან და მხარი დაუჭიროს ირანის აქტიურ ყოფნას საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ფორუმებზე, მათ შორის იუნესკო-ში.

მსგავსი