აბას არაღჩი - ირანი მზად არის, განაახლოს სამართლიანი ბირთვული მოლაპარაკებები იმ პირობით, რომ სხვა მხარეები გამოიჩენენ სერიოზულობას და თავიდან აიცილებენ ქმედებებს, რაც წარმატების შანსებს აზიანებს
ირანი მზად არის, განაახლოს სამართლიანი ბირთვული მოლაპარაკებები, – როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ აღნიშნულია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის მიერ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისთვის, კაია კალასისთვის მიწერილ წერილში.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებ ირანის მზადყოფნას, განაახლოს სამართლიანი და დაბალანსებული დიპლომატიური მოლაპარაკებები იმ პირობით, რომ სხვა მხარეები გამოიჩენენ სერიოზულობას, კეთილ ნებას და თავიდან აიცილებენ ქმედებებს, რომლებიც ზიანს აყენებს წარმატების შანსებს“, – ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, გუშინ დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღსადგენად 30-დღიანი პროცესი დაიწყეს.