აბას არაღჩი – ირანი იტოვებს ყველა ვარიანტს თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად

09:24, 22.06.2025
Iran's Foreign Minister Seyed Abbas Araghchi speaks during a joint press conference with his Iraqi counterpart in Baghdad on October 13, 2024. - Iran's top diplomat vowed upon his arrival in the Iraqi capital there would be "no red lines" for the country in defending its people and interests, ahead of Israel's expected retaliation for Iran's recent missile attack. (Photo by Murtaja LATEEF / AFP)

ირანი იტოვებს ყველა ვარიანტს თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა აშშ-ის მიერ ბირთვული იბიექტების დაბომბვის შემდეგ.

როგორც არაღჩი აღნიშნავს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, აშშ-მა უხეშად დაარღვია გაერო-ს წესდება, საერთაშორისო სამართალი და ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმება ირანის მშვიდობიან ბირთვულ ნაგებობებზე თავდასხმით.

„ამ დილით მომხდარი მოვლენები აღმაშფოთებელია და მათ ექნებათ გრძელვადიანი შედეგები. გაერო-ს თითოეული წევრი შეშფოთებული უნდა იყოს ამ უკიდურესად საშიში, უკანონო და კრიმინალური ქმედებით. გაერო-ს წესდების და მისი დებულებების შესაბამისად, რომლებიც თავდაცვის ლეგიტიმური პასუხის უფლებას იძლევა, ირანი იტოვებს ყველა ვარიანტს თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასახავად”, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ტიპის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.

მსგავსი