აბას არაღჩი – ირანი განიხილავს იდეებს, რომლებმაც შესაძლოა, ჰორმუზის სრუტის გახსნის შვიდდღიანი გეგმა უფრო მოკლე ვადებში აამოქმედოს და აშშ-თან არსებული დაპირისპირება დაასრულოს
ჩვენი მამაცი შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან სამშობლოს დასაცავად, თუმცა ირანი კვლავ აძლევს დიპლომატიას წარმატების მიღწევის შანსს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
არაღჩის თქმით, ირანი განიხილავს იდეებს, რომლებმაც შესაძლოა, უზრუნველყოს ჰორმუზის სრუტის გახსნის შვიდდღიანი გეგმის კიდევ უფრო მოკლე ვადებში განხორციელება და აშშ-თან არსებული დაპირისპირების დასრულება.
„ჩვენ მჭიდრო და მუდმივ კავშირში ვართ შუამავლებთან, რათა განვიხილოთ იდეები, რომლებიც ჩვენი „7-დღიანი გეგმის“ ერთ კვირაზე უფრო მოკლე ვადაში განხორციელებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ხელახალი გახსნა, შესაძლოა, უფრო სწრაფადაც მოხდეს, ვიდრე ეს ირანის მიერ სექტემბერში წარდგენილი „7-დღიანი გეგმით“ იყო გათვალისწინებული.
კატარის შუამავლობით აშშ-ისთვის გადაცემული წინადადების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ თეირანის პირობებს მიიღებენ, ის ჰორმუზის სრუტეს ხელახლა გახსნის და ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს ერთ კვირაში განაახლებს.