აბას არაღჩი და თანმხლები დელეგაცია ნიუ იორკში შუამავლებთან გამართავენ შეხვედრას
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და თანმხლები დელეგაცია ნიუ იორკში შუამავლებთან გამართავენ შეხვედრას. ირანული მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრაზე განიხილება მიმდინარე მოვლენები და გაიცვლება მოსაზრებები აქტუალურ საკითხებზე.
ამასთან, ირანში აცხადებენ, რომ აშშ-თან მოლაპარაკებები არ იგეგმება.
რიგი დასავლური წყაროები იუწყებოდნენ, რომ ირანი და აშშ, შესაძლოა, ნიუ-იორკში, შუამავლების მონაწილეობით, მოლაპარაკებებს გამართავდნენ.
წყარომ ასევე აღნიშნა, რომ გასულ სამშაბათს კატარელ შუამავალთან შეხვედრისას ირანულმა მხარემ ნათლად წარადგინა თავისი პირობები და წინადადებები ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით.