აბას არაღჩი – ჩვენი თავდაცვის დოქტრინა მკაფიოა, თვალი თვალის წილ
ჩვენი თავდაცვის დოქტრინა მკაფიოა – თვალი თვალის წილ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია, მათ შორის ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, ძლიერ და გადამწყვეტ პასუხს გამოიწვევს.
გარდა ამისა, არაღჩის განცხადებით, ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლებიან ისინიც, ვინც ასეთ აგრესიას მხარდაჭერის ნებისმიერი ფორმით შეუწყობენ ხელს.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ჰორმუზის სრუტეში ცეცხლს გაუხსნის თითოეულ ხომალდს, საპასუხოდ აშშ დარტყმას განახორციელებს ირანულ ხიდებსა და ელექტროსადგურებზე.
Our defense doctrine is clear: eye for an eye.
Any aggression against Iran, including our infrastructure, will compel a powerful and decisive response.
Those who contribute to such aggression, whatever the kind of support, will also be considered as legitimate targets.
— Seyed Abbas Araghchi (@araghchi) July 22, 2026