აბას არაღჩი – აშშ თუ გააცნობიერებს, რომ ზეწოლა არ მუშაობს, დიპლომატიის აღდგენა შესაძლებელია

11:46, 28.08.2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ დიპლომატიური პროცესის კვლავ ამოქმედება შეუძლებელი არ არის, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, გააცნობიერებს თუ არა აშშ, რომ  „ზეწოლა არ მუშაობს“.

არაღჩის თქმით, კატარის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან „კრეატიული დისკუსია“ გამართა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვაშინგტონმა ნდობის აღდგენაზე უნდა იზრუნოს, ირანს პატივისცემით ესაუბროს, აღიაროს მისი უფლებები და ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

მსგავსი