აბას არაღჩი – აშშ-თან გამართულმა მოლაპარაკებების სამმა რაუნდმა ირანის წინააღმდეგ ომი გამოიწვია, ამერიკულმა მხარემ შეთანხმებები მხოლოდ ორი კვირა დაიცვა, შემდეგ კი ვალდებულებებზე უარი თქვა
აშშ-თან გამართულმა მოლაპარაკებების სამმა რაუნდმა ირანის წინააღმდეგ ომი გამოიწვია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმებები იქნა მიღწეული, თუმცა ამერიკულმა მხარემ ისინი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში დაიცვა, რის შემდეგაც საკუთარ ვალდებულებებზე უარი თქვა.
„ამერიკული მიდგომის მიმართ ნდობა არ არსებობს“, – განაცხადა არაღჩიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირანმა წარადგინა შვიდდღიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ჰორმუზის სრუტის პირობითი ხელახლა გახსნას. არაღჩიმ აღნიშნა, რომ აშშ-სა და ირანს შორის არსებული დაპირისპირების საფუძველი ვაშინგტონის უარყოფითი დამოკიდებულებაა ირანის ისლამური წყობისა და ამერიკული დომინირებაზე ირანის მხრიდან უარის თქმის მიმართ; ბირთვულ საკითხს კი მან მხოლოდ საბაბი უწოდა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ისევე მზად ვართ დიპლომატიისთვის, ისევე როგორც ომისთვის“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.