აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანი შუამავლებთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს და წარდგენილი წინადადების განხორციელების გზებს განიხილავს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი შუამავლებთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს და ირანის მიერ წარდგენილი წინადადების განხორციელების გზებს განიხილავს.
არაღჩის თქმით, ირანი დიპლომატიას წარმატების შანსს კვლავ აძლევს.
მისივე განმარტებით, თეირანის შვიდდღიანი გეგმა, შესაძლოა, შვიდ დღეზე ნაკლებ დროშიც კი შესრულდეს.
მანამდე აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ, ირანის წინადადების თანახმად, ჰორმუზის სრუტე, შესაძლოა, ხელახლა გაიხსნას, თუ გარკვეული პირობები შესრულდება. წინადადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო. „აქსიოსის“ ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ირანულ მხარეს განუცხადეს, რომ ირანს სრუტეზე კონტროლი არ აქვს, შესაბამისად, მასთან დაკავშირებით მოთხოვნების წაყენების უფლებაც არ გააჩნია.