აშშ-მექსიკის საზღვარზე 12 მიგრანტი დააკავეს
აშშ-მექსიკის საზღვარზე 12 მიგრანტი დააკავეს

აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 12 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მიგრანტები ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოხვედრას გამყოფ ჯებირზე გადასვლით ცდილობდნენ, თუმცა ისინი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.

დაკავებულთა შორის არის ოჯახი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.