ა​ჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ბოლო ეტაპის მეორე კენჭისყრა ორ კანდიდატს შორის გაიმართება
ა​ჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ბოლო ეტაპის მეორე კენჭისყრა ორ კანდიდატს შორის გაიმართება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსის ბოლო ეტაპის მეორე კენჭისყრა ორ კანდიდატს შორის გაიმართება.

პირველ კენჭისყრაზე კანდიდატებმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა, მერაბ წულუკიძემ და ჟურნალისტმა, „დოიჩე ველეს“ აკადემიის ტრენერმა, თინათინ ცისკარაძემ ორ-ორი ხმა მიიღეს.

შესაბამისად, მეორე ტური სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება. სხდომაზე ნახევარსაათიანი შესვენება გამოცხადდა.

პირველ ეტაპზე კონკურსი 31 მაისს გაიმართა და დირექტორის პოსტზე სულ რვა კანდიდატი განიხილებოდა, აქედან მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა, თუმცა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო კონკურსში გასამარჯვებლად საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვება და კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდან არის ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.