რუსთავში პოლიციელზე თავდამსხმელი დააკავეს

19:08, 10.12.2017

რუსთავში პოლიციელზე თავდამსხმელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

რუსთავში პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა მოხდა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავში არმატურა ჩაარტყეს. სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაშავებული ჯერ კლინიკა “რუსთავში”, შემდეგ კი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

 

მსგავსი