94 და 95 წლის მედესანტეებმა 75 წლის წინ ნორმანდიაში შესრულებული ნახტომი გაიმეორეს

10:00, 06.06.2019

94 და 95 წლის მედესანტეებმა 75 წლის წინ ნორმანდიაში შესრულებული ნახტომი გაიმეორეს. ჰარი რიდი და ჯოკ ჰატონი ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის ოპერაციის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარაშუტით დაეშვნენ.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანი მედესანტეებისთვის ეს პირველი საიუბილეო ნახტომი არ ყოფილა. მანამდე ისინი პარაშუტით „ნორმანდიული ოპერაციის“ დაწყების 65-ე და 70-ე იუბილეზეც დაეშვნენ.

დღეს მოკავშირეთა ჯარების ნორმანდიაში გადასხმის ოპერაციის 75-ე წლისთავს საფრანგეთში აღნიშნავენ. ღონისძიებას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეიც დაესწრებიან.

მსგავსი