93 წლის ასაკში გინესის რეკორდსმენი მწვრთნელი გარდაიცვალა
93 წლის ასაკში გინესის რეკორდსმენი მწვრთნელი გარდაიცვალა

ცნობილი საფეხბურთო მწვრთნელი რუდი გუთენდორფი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, – იტყობინება ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC). სპეციალისტი, რომლის ზედმეტსახელი „დაუღალავი რუდი“ იყო, გინესის რეკორდების წიგნში საინტერესო მიზეზით შევიდა – კარიერის განმავლობაში, მას 32 ქვეყნის 55 გუნდში უმუშავია.

გუთენდორფმა სამწვრთნელო კარიერა 1946 წელს, გერმანიის დაბალ ლიგებში დაიწყო, მოგვიანებით კი ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბს წვრთნიდა. მათ შორის იყვნენ „შტუტგარტი“, „ჰამბურგი“, „შალკე“ და „ჰერტა“.

გარდა ამისა, მას მსოფლიოს ყველა კონფედერაციის ნაკრები გაუწვრთნია, მათ შორის ჩილე, ავსტრალია, განა და სამოა, რომლებსაც 2003 წელს, 80 წლის ასაკში ავარჯიშებდა.