კიევში, "კარვების ქალაქში" მოძრაობა Femen-ის აქტივისტმა საპროტესტო აქცია  მოაწყო
კიევში, "კარვების ქალაქში" მოძრაობა Femen-ის აქტივისტმა საპროტესტო აქცია მოაწყო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ კიევში გაშლილი “კარვების ქალაქში” საპროტესტო აქცია მოძრაობა Femen-ის აქტივისტმა მოაწყო.

შიშველი აქტივისტი ერთ-ერთ კარავთან მივიდა. მას ხელში ნავის ნიჩაბი ეჭირა. აქტივისტის სხეულზე იყო უცენზურო წარწერა, რომლითაც ის „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერს სააკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მიმართავს.