ირაკლი ზარქუა "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას პასუხობს
ირაკლი ზარქუა "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას პასუხობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, “ქართულ ოცნებაში” უპასუხეს.

ირაკლი ზარქუას განმარტებით,  ყოველწლიურად საახალწლო განათებებისთვის მილიონ ნახევარი ლარი იხარჯებოდა და ეს იყო ერთჯერადი გამოყენების.

“წელს გადაწყვეტილება იქნა  მიღებული აქცენტი გაკეთდეს ხარისხზე და მრავალჯერად გამოყენებაზე. მინიმუმ სამი წლის განმავლობაში, ბიუჯეტში აღარ იქნება ჩადებული წინასაახაწლო შესყოდვების საკითხი”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილი განცხადებას იმის თაობაზე, რომ საახალწლო განათებების შესაძენად ხელშეკრულება გაფორმდა ტენდერის გარეშე იტალიურ კომპანიასთან, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ხელშეკრულება იტალიურ კომპანიასთან 5 ოქტომბერს არის გაფორმებული.

“ამ დროს კალაძე მინისტრი იყო და არაფერი ესაქმებოდა დედაქალაქის მერიასთან. “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა. წინა წლებში ტენდერს იგებდნენ იაფფასიანი ჩინური კომპანები, ამიტომ გადაწყდა პირდაპირი მიყიდვის წესით ისე, რომ კანონი არ დარღვეულა, აქცენტი გაკეთებულიყო ხარისხზედ. ეს მოხდა დავით ნარმანიას დროს”, –  განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დედაქალაქის მერიამ სამი მილიონი ლარი გამოყო საახალწლო განათებებისთვის, რაც სამჯერ მეტი ვიდრე ოდესმე დახარჯულა.