9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მატარებლების მოძრაობის გრაფიკი იცვლება
9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მატარებლების მოძრაობის გრაფიკი იცვლება

9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის.

„როგორც მოგეხსენებათ, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა ცვლის მატარებლების მოძრაობის გრაფიკს. მათ კი, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. საქართველოს რკინიგზა თანხის სრულად დაბრუნებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს რკინიგზა 9 ნოემბრიდან, მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების მოძრაობის განრიგს ავრცელებს:

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდი ქალაქებში თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე იქნება შეზღუდული გადაადგილება.