9 ნოემბერს თბილისის „დინამო“ „ფერენცვაროშს“ უმასპინძლებს | წყალბურთი
9 ნოემბერს თბილისის „დინამო“ „ფერენცვაროშს“ უმასპინძლებს | წყალბურთი

წყალბურთის კლუბი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეოთხე შეხვედრას 9 ნოემბერს, თბილისში გამართავს. რეზო ჩომახიძის გუნდის მეტოქე ტიტულოვანი უნგრული კლუბი „ფერენცვაროში“ იქნება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის გამარჯვებულია.

უნგრულმა კლუბმა მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ სამი გამარჯვება იზეიმა. პირველ შეხვედრაში ჯერ ჰანოვერი ანგარიშით 15:12 დაამარცხა. მეორე მატჩი 13:7 მოუგო. გასულ ტურში კი „ტერასას“ საკუთარ კედლებში 17:13 სძლია.

თბილისის „დინამოს“ ჩატარებული სამი შეხვედრიდან არც ერთი მოგება არ აქვს. რეზო ჩომახიძის გუნდი ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ესპანურ „ტერასასთან“ გასვლაზე 9:5 დამარცხდა, ხორვატულ „მლადოსტთან“ 21:11 დათმო, პირველი საშინაო მატჩი კი „დინამომ“ ბუდაპეშტთან 8:14 წააგო.

ბე ჯგუფის მე-4 ტურის მატჩების განრიგი

09.11.2019

18:30 თბილსის დინამო – ფერენცვაროში

22:00 ვასპო ჰანოვერი- პრო რეკო

22:00 ტერასა-მლადოსტი

23:30 ბუდაპეშტი მარსელი

თბილისის „დინამოსა“ და „ფერენცვაროშის“ მატჩი თბილისის ოლიმპიკის აუზზე ჩატარდება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ