9 ივნისი არქივების საერთაშორისო დღეა
9 ივნისი არქივების საერთაშორისო დღეა

9 ივნისი არქივების საერთაშორისო დღეა. როგორც საქართველოს ეროვნული არქივის ინფორმაციაშია აღნიშნული, თარიღის აღნიშვნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივიც უერთდება და საზოგადოებას დღის განმავლობაში „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ორ ონლაინღონისძიებას სთავაზობს.

მათივე ცნობით, 12:00 საათზე ვიდეოპრეზენტაციის საშუალებით სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ასათიანმა ეროვნული არქივის ბოლო პერიოდის გამოცემები წარადგინა. 17:00 საათზე კი საარქივო ფილმის „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ ონლაინჩვენება გაიმართება.

„დოკუმენტური ფილმი ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ 1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა გადაიღო. ონლაინჩვენება საათსა და 6 წუთს გაგრძელდება.

არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი 2007 წელს არქივების საერთაშორისო საბჭომ დააწესა (ICA). თარიღი უკავშირდება 1948 წლის 9 ივნისს, როდესაც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) არქივების საერთაშორისო საბჭო დააარსა. საქართველოს ეროვნული არქივი წლებია ამ თარიღს საზეიმოდ აღნიშნავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.