9 აპრილისთვის ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ახალი ვერსია იწერება [ფოტოები]
9 აპრილისთვის ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ახალი ვერსია იწერება [ფოტოები]

9 აპრილისთვის ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ახალი ვერსია იწერება.

„ბრავო რექორდსის“ სტუდიაში კომპოზიციაზე 25 ახალგაზრდა ქართველი მომღერალი მუშაობს.

1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილი ჯემალ სეფიაშვილის სიმღერას ასრულებდნენ ქართველი მომღერლები: თამარ გვერდწითელი, ნანი ბრეგვაძე, გოგი დოლიძე, მედეა ძიძიგური, ბუბა კიკაბიძე, ეკა მამალაძე, ეკა კახიანი, ეკა კვალიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, ირმა სოხაძე, ეთერ კაკულია, ბესო კალანდაძე, რომა რცხილაძე, მაია ჯაბუა, თამარ ჭოხონელიძე და სხვები. კომპოზიცია იმ დროს ნამდვილ პატრიოტულ ჰიტად და თავისუფლების ჰიმნად იქცა.

სიმღერის განახლებული ვერსიის ჩაწერაში მონაწილეობას იღებენ გიგი ადამაშვილი, გიორგი ნაკაშიძე, სანდრო კურცხალიძე, აჩი ფურცელაძე, ოთო ნემსაძე, გიორგი სუხიტაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, გიორგი ჩიქოვანი, გოგა მესხი, რატი დურგლიშვილი, ანდრია გველესიანი, დათუნა მგელაძე, ნოდიკო ტატიშვილი, თემო საჯაია, კახა კუხიანიძე, სანდრო სეფაშვილი, გიორგი ბუშელაშვილი, გიორგი კელაპტრიშვილი, ზუკა ხუციშვილი, სანდრო კახიძე, გიორგი კობახიძე, გუგა მარგველაშვილი, ბოკა კვეკვესკირი, ოთო ღურწცკაი​ა, ლადო ჯანელიძე.

„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, 30 წლის შემდეგ, 9 აპრილს პირველი არხის პირდაპირ ეთერში შესრულდება. 

დატოვე კომენტარი