9 აპრილის მოვლენებიდან 37-ე წლისთავზე ბათუმში პატივი მიაგეს ქვეყნის თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას

15:48, 09.04.2026

9 აპრილის მოვლენებიდან 37-ე წლისთავზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ბათუმში პატივი მიაგეს ქვეყნის თავისუფლებისთვის დაღუპულებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა, ცოტნე ანანიძემ, სულხან თამაზაშვილმა, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ქალაქ ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა გმირთა ხეივანში ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირულად დაღუპულთა ხსოვნას.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მსგავსი