9 აპრილის მემორიალთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
9 აპრილის მემორიალთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

9 აპრილის მემორიალთან ირაკლი ბათიაშვილის მეუღლეს, მაია ბათიაშვილსა და მამა ელიზბარს შორის შელაპარაკება მოხდა.

მამა ელიზბარმა აღნიშნა, რომ 9 აპრილს აქციების ლიდერებს პატრიარქისთვის უნდა დაეჯერებინათ და ტერიტორია დაეტოვებინათ, თუმცა ასე არ მოხდა, მოგვიანებით კი, ლიდერებმა თავად მიატოვეს ხალხი.

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ირაკლი ბათიაშვილის მეუღლის თქმით კი, 9 აპრილის ლიდერებს ტერიტორია არ დაუტოვებიათ, ისინი ბოლო წუთამდე რუსთაველის გამზირზე იყვნენ, მათ შორის, მისი ქმარიც, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

დატოვე კომენტარი