9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივს დილიდან მიაგებენ [ფოტო]

12:18, 09.04.2026

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივს დილიდან მიაგებენ.

მემორიალთან იმყოფებოდნენ საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მემორიალი გვირგვინით შეამკო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა. რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საელჩოების წარმომადგენლებიც; ასევე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი; ამასთან, მემორიალთან იმყოფებოდა დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების ელჩებთან ერთად.

9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. ასევე, მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

ამასთან, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა.

მსგავსი