9 აპრილის მემორიალთან აქციის მონაწილეების ნაწილი „იმედის“ გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა [ვიდეო]
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქციის მონაწილეების ნაწილი ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა.
ისინი „იმედის“ ჟურნალისტს, თინა ჯაფარიძეს პროფესიული მოვალეობის განხორციელების საშუალებას არ აძლევდნენ, ჟურნალისტსა და ოპერატორს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აქციის გაშუქების შესაძლებობა არ მისცეს.