9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით ქუთაისში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით ქუთაისში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით ქუთაისში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

9 აპრილს დაღუპული გმირების პატივსაცემად მემორიალი ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ საკრებულოს წევრებთან და ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატებთან გენადი მარგველაშვილთან და დიმიტრი მხეიძესთან ერთად ყვავილებით შეამკო.

მემორიალთან ასევე ეროვნული მოძრაობის წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.

„უკვე 30 წელი გავიდა იმ ტკბილ-მწარე მოგონებიდან, რაც 1989 წლის 9 აპრილს მოხდა და თითოეული ჩვენგანის გულში ჩაიღვარა. ეს არის უდიდესი დღე, რადგან მოხდა თავისუფალი აზრის დადასტურება, რაც ქართველ ერს უნდა ჰქონოდა და მიაღწია კიდეც დამოუკიდებლობის მშენებლობის გზაზე. ეს ასევე არის გულდასაწყვეტი, რადგან მსხვერპლის გარეშე არ მომხდარა მაშინ და თითოეული მათგანის სულს, ვინც შეეწირა 9 აპრილს პატივი უნდა მივაგოთ სწორედ იმისთვის, რომ მათი სული იყოს უკვდავყოფილი“, – განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გენადი მარგველაშვილმა.