9 აგვისტოს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-15 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
9 აგვისტოს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-15 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზა“ გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-15 კმ-ზე, ე.წ. ჯაპანის დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის და ლიანდაგის შეკეთების სამუშაოებს. ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოთა წარმოებისთვის 2022 წლის 9 აგვისტოს 09:00 საათიდან 20:00 საათამდე სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება. სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება ადგილობრივი ქსელის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის საავტომობილო გზის გამოყენებით.