9-10 ივნისს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იქნება
9-10 ივნისს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იქნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარის ტრანსპორტირების მიზნით, 2021 წლის 9 ივნისის 23:00 სთ-დან 10 ივნისის 04:00 სთ-მდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ57 მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) და სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზებზე. ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.