87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს 
87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს 

87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა სკოლის წინ აქცია გამართეს, მათ სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციისგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან შენობაში სადიზინფექციო სამუშაოების ჩატარდება მოითხოვეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სათანადოდ არ მომხდარა სკოლის შენობის დამუშავება და ამის გამო ეშინიათ ბავშვების სკოლაში გამოშვების.

“ჩვენ მშობლები მოვითხოვთ ჯანდაცვის სამინისტროსგან, მობრძანდნენ, ჩაატარონ ნორმალური სადიზინფექციო სამუშაოები, რომ მშვიდად შევძლოთ ჩვენი შვილების სკოლაში გამოშვება. ფაქტობრივად  შეჩერებულია სასწავლო პროცესი, კლასებში 2-3 ბავშვი ზის, შეაჩერონ სწავლის პროცესი, გამოცხადდეს კარანტინი, გააკეთონ ნორმალური დეზინფექცია. ჩატარდა მხოლოდ მერხების სველი წესით დასუფთავება”, – განაცხადა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა მადონა სეფიაშვილმა.