სერბეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლიუბიშა ტუმბაკოვიჩი დაინიშნა
სერბეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლიუბიშა ტუმბაკოვიჩი დაინიშნა

სერბი სპეციალისტი ლიუბიშა ტუმბაკოვიჩი სერბეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. როგორც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური წერს, ორგანიზაციის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი 66 წლის სპეციალისტისთვის ნაკრების ჩაბარებას. არჩევანი ოთხ მწვრთნელს შორის გაკეთდა. დანარჩენი კანდიდატების ვინაობა უცნობი დარჩა.

ტუმბაკოვიჩის დებიუტი შვიდ სექტემბერს შედგება, როცა სერბეთი შინ პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩს.

აქამდე ტუმბაკოვიჩი მონტენეგროს ნაკრების მწვრთნელი იყო და ივნისის დასაწყისში სკანდალში გაეხვა. მან და სერბული წარმოშობის ორმა მონტენეგროელმა ფეხბურთელმა უარი თქვეს კოსოვოს წინააღმდეგ შესარჩევ მატჩში მონაწილეობაზე. ამის შემდეგ, ტუმბაკოვიჩი ჩერნოგორიის ნაკრებიდან გაათავისუფლეს.