8 ქულა მადრიდის „რეალთან“ - გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ 10 ქულით დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ცენტრის, გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ მადრიდს ესტუმრა და „რეალთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. კუნძულელები პირველ მეოთხედში 8 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა გაცილებით გამოცდილი შემადგენლობის მყოლმა „რეალმა“ საბოლოოდ 96:86 იმარჯვა.
შერმადინმა 17 წუთი ითამაშა, 8 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. მისმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა 7 ქულას 11 პასი მიუმატა, ხოლო მატჩის ბომბარდირი ასევე ტენერიფელი კრამერი გახდა – 22 ქულა.
„ტენერიფეს“ 11 მოგება აქვს და მეოთხე პოზიციაზეა. ერთით ჩამორჩება „რეალს“, რომელსაც 12 გამარჯვების წილ 4 წაგება უწერია.