8 ნოემბერს ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
8 ნოემბერს ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

2023 წლის 8 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდება.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო ნაბიჯებს“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.