8 მარტიდან საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT
8-14 მარტს ზაგრები (ხორვატია) და პოდგორიცა (მონტენეგრო) წყალბურთელ ვაჟთა მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ. ფინალური ეტაპის ექვსი საგზურისთვის, ბუდაპეშტში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით, 12 ნაკრები იბრძოლებს. ისინი წილისყრით ორ ჯგუფში გადანაწილდნენ:
A ჯგუფი (ზაგრები, ხორვატია): იტალია, იაპონია, ხორვატია, უნგრეთი, საფრანგეთი, აშშ.
B ჯგუფი (პოდგორიცა, მონტენეგრო): სერბეთი, საბერძნეთი, საქართველო, ავსტრალია, ესპანეთი, მონტენეგრო.
ჯგუფებში გუნდები წრიული სისტემით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 3-3 საუკეთესო კი ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ამ ტურნირისთვის საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე სერბეთში იმყოფება, საიდანაც პოდგორიცაში გაემგზავრება.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დეიან სტანოიევიჩმა ამ ტურნირისთვის შემდეგი შემადგენლობა შეარჩია:
ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე, სანდრო ადეიშვილი, ანდრია ბითაძე, ბესარიონ ახვლედიანი, მარკო ელაჩა, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, რევაზ იმნაიშვილი, დუშან ვასიჩი, იოვან სარიჩი, საბა ტყეშელაშვილი, არტიომ ძიხწიარენკა.
საქართველოს ნაკრების შეხვედრათა განრიგი:
8 მარტი
18:30 ავსტრალია – სერბეთი
20:30 საბერძნეთი – ესპანეთი
22:30 მონტენეგრო – საქართველო
9 მარტი
20:30 მონტენეგრო – ესპანეთი
22:30 საქართველო – ავსტრალია
10 მარტი
20:30 ესპანეთი – საქართველო
22:30 სერბეთი – საბერძნეთი
13 მარტი
20:30 საბეძნეთი – საქართველო
22:30 ავსტრალია – ესპანეთი
14 მარტი
20:30 საქართველო – სერბეთი
22:30 მონტენეგრო – საბერძნეთი